ჭრიკიშვილი VS ღვინიაშვილი - მსოფლიო დონის ფინალი საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში
დღეს, ძიუდოს აკადემიაში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ოთხ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
დღისა და მთლიანად ჩემპიონატის მთავარი ჯახი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში შედგა, სადაც ფინალში ერთმანეთს ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი დაუპირსპირდნენ.
ძიუდოს ორი მსოფლიო ვარკსვლავის ორთაბრძოლა ღვინიაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ორი შიდოს მიღების შემდეგ, ბექამ ავთოს ვაზარით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
გთავაზობთ ოთხ წონით კატეგორიაში გამარჯვებულებსა და პრიზიორებს:
-81კგ
1. თამაზ კირაკოზაშვილი
2. ნუგზარ ტატალაშვილი
3. კობა მჭედლიშვილი
3. ზებედა რეხვიაშვილი
-90კგ
1. ბექა ღვინიაშვილი
2. ავთანდილ ჭრიკიშვილი
3. თორნიკე ჯუღელი
3. გიორგი პაპუნაშვილი
-100კგ
1. ლაშა ტაველური
2. იასონ ნემსაძე
3. ონისე სანებლიძე
3. დავით ოზბეთელაშვილი
+100კგ
1. ლევან მატიაშვილი
2. ონისე ბუღაძე
3. გიორგი ქავთარაძე
3. გიორგი ზაქარიაძე