"მილანმა" იანვარში ნახევარმცველის შეძენა გადაწყვიტა - სამიზნე ცნობილია
Calciomercato-ს ინფორმაციით, "მილანი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.
"როსონერის" უამრავი პრობლემა აქვს და როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელები მის მოგვარებას ნახევარდაცვიდან იწყებენ.
წყაროს ცნობით, "მილანი" ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი შუახაზელის მუსა დემბელეს გადმობირებას შეეცდება.
"ტოტენჰემს" ბელგიელი ფეხბურთელის გაშვება სეზონის დასრულების შემდეგ სურს, თუმცა "როსონერის" მისი გაფორმება იანვარშივე უნდა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის მუსა დემბელე "დეზების" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 216 შეხვედრაში 10 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.
