სამიდან სამივე ქართველი ფინალშია!
Aa
Aa

სამიდან სამივე ქართველი ფინალშია!

სანკტ პეტერბურგის ძიუდოს მასტერსის ფინალში სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი და გუამ თუშიშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ.

ღვინიაშვილმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა. ფინალში კი მისი მეტოქე სამხრეთ კორეელი დონგა გკვანი იქნება.

ლიპარელიანმა უნგრელ მიკლოს ცირიენიკსი დაამარცხა და ფინალურ ორთაბრძოლაში ჰოლანდიელ მიხაელ კორელს დაუპირსპირდება.

თუშიშვილმა კი ბრაზილიელ რაფაელ სილვას სძლია და ფინალში მეტოქედ, ასევე ბრაზილიელი დავიდ მოურა ელის.

ფინალური შეხვედრები სტარტს 19:00 საათიდან აიღებს.

ცხელი ამბები