სამი ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალშია!
სანკტ პეტერბურგში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ბექა ღვინიაშილთან ერთად ნახევარფინალში ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილიც იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ ღვინიაშვილი ფინალის საგზურისთვის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირსპირდება.
ლიპარეტელიანის მეტოქე უნგრელი მიკლოშ ცირიენიკსი იქნება, ხოლო თუშიშვილს ბრაზილიელი რაფაელ სილვა შეხვდება.
ნახევარფინალების დაწყების დრო ცნობილია:
ბექა ღვინიაშვილი - ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპ) 15:40
ვარლამ ლიპარტელიანი - მიკლოს ცირიენცისი (უნგ) 16:10
გურამ თუშიშვილი - რაფაელ სილვა (ბრაზ) 16:30