USA TODAY: ლებრონის ტრანსფერზე
Aa
Aa

USA TODAY: ლებრონის ტრანსფერზე "ჰიუსტონი" უკვე მუშაობს

ამერიკული გამოცემა USA TODAY-ს ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსი, „კლივლენდ კავალიერზში“ ბოლო სეზონს ატარებს.

როგორც სააგენტო წერს, „მეფე ლებრონის“ ტრანსფერზე, „ჰიუსტონ როკეტსი“ აქტიურად მუშაობს და დიდი შანსია, მომავალ ზაფხულს ლებრონის შემდეგ კლუბად სწორედ „როკეტსი“ დასახელდეს.

ამ ეტაპზე, შესაძლო ტრანსფერის სხვა უფრო კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება.

კალათბურთის ცოცხალი ლეგენდას აქამდე 2 გუნდში უთამაშია. 2003-10 წლებში „კლივლენდის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2010-14 წლებში „მაიამი ჰიტის“, 2014 წლიდან ის კვლავაც „კავალიერზის“ რიგებში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები