იტალიელ მორაგბეს ცოლმა 2 შვილი მოუკლა
ყოფილ იტალიელ მორაგბეს ანდრეა ბენატის თავს წარმოუდგენელი უბედურება დაატყდა.
ბენატის საკუთარმა მეუღლემ ანტონელა ბარბერამ შვილები მოუკლა. ინციდენტი 7 დეკემბერს იტალიის ქალაქ ლცარაში მოხდა.
მორაგბის მეუღლემ 2 წლის გოგონა ბალიშით გაგუდა და შემდეგ 5 წლის ვაჟს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ანტონელმა თვითმკვლელობა სცადა და სხეული დანით დაიზიანა. საბოლოოდ მისი გადარჩენა მოხერხდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იტალიური პრესის მტკიცებით, ბენატის მეუღლის ასეთი ქმედება მისი ფსიქიკური პრობლემების ბრალია.
ანდრეა ბენატი იტალიის ნაკრების ღირსებას 2001-2005 წლებში იცავდა.