მანიმ ჰაჯის შედეგი გაიმეორა - რუმინეთმა უკრაინას 3:0 მოუგო
ევრო 2024-ზე E ჯგუფის პირველ მატჩში რუმინეთმა უკრაინას 3:0 მოუგო.
ედვარდ იორდანესკუს გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა, უკრაინელთა მეკარე ანდრეი ლუნინი შეცდა, დენის მანის პასით ნიკოლაე სტანჩუმ გაიტანა.
მეორე გოლი მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე რაზვან მარინმა შორი მანძილიდან შეაგდო. ოთხ წუთში რუმინელებმა მესამედ გაიტანეს, დენის მანის საგოლე პასის შემდეგ დენის დრაგუშმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გეორგე ჰაჯის შემდეგ დენის მანი პირველი რუმინელი ფეხბურთელია, რომელმაც დიდ სანაკრებო ტურნირზე ერთ შეხვედრაში 2 საგოლე პასი შეასრულა. ჰაკიმ 2 საგოლე პასი 1994 წლის მუნდიალზე კოლუმბიასთან გააკეთა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 31 წლის ნიკოლაე სტანჩუ დასახელდა, რომელიც კარიერის მიწურულს საუდის არაბეთში თამაშობს და ეს მისი მეორე ევროპის ჩემპიონატია, ევრო 2016-ზე საფრანგეთთან საგოლე პასი შეასრულა.
ამავე ჯგუფში დღეს, 20:00 საათიდან ბელგია-სლოვაკეთი დაიწყება.
მეორე ტურში ბელგიის მეტოქე რუმინეთი იქნება (22 ივნისი, 23:00), სლოვაკეთი უკრაინას დაუპირისპირდება (21 ივნისი, 17:00).