მანუელ ნოიერი
Aa
Aa

„არ ვიცი, ფეხბურთის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი“ | ნოიერი ტრავმასა და რეალთან მატჩზე

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა მძიმე ტრავმაზე ისაუბრა, რომლის გამოც, დიდი დროის გამოტოვება მოუწია. 2022 წლის დეკემბერში, გერმანელმა მეკარემ, თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და მოედანს 2023 წლის შემოდგომაზე დაუბრუნდა.

„ფეხბურთი რომ ვეღარ მეთამაშა, წარმოდგენა არ მაქვს, ჩემი ცხოვრება როგორი იქნებოდა. სამედიცინო პერსონალისთვის და სარეაბილიტაციო გუნდისთვის რომ გეკითხათ, ვერავინ დაიჯერებდა, რომ ახლა აქ ვიქნებოდი. ჩემი აზრით, ასეთი ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელება 10-დან მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანს შეუძლია“.

ნოიერმა „რეალთან“ გასამართ დაპირისპირებაზეც ილაპარაკა და აღნიშნა: „რეალს ყველა იცნობს. მადრიდელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და რეალისა და ბაიერნის დაპირისპირება იმ ბრწყინვალე თამაშთა შორისაა, რომლებიც შეიძლება ისურვო. ამ დუელს მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდება. ჩვენც მათ შორის ვართ და ვიცით, რომ უემბლიზე თამაშის უფლების მოპოვება რთული იქნება. ორივე შეხვედრაში უმაღლესი ფორმა უნდა ვაჩვენოთ და მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ფინალში გავიდეთ“.

ცნობისთვის, „რეალისა“ და „ბაიერნის“ პირველი დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. „რეკორდმაისტერი“ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს
მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს