იურგენ კლოპი, არნე სლოტი
Aa
Aa

კლოპის შემცვლელი შეარჩიეს | ლივერპული არნე სლოტს ელაპარაკება

„ლივერპულმა“ იურგენ კლოპის შემცვლელი შეარჩია. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ენფილდს“ დატოვებს და ცნობილი ჟურნალისტების ინფორმაციით, მერსისაიდელები არნე სლოტის დანიშვნას აპირებენ.

სლოტი „ფეიენოორდის“ თავკაცია, რომელმაც გასულ სეზონში გუნდი ჩემპიონი ერედივიზიეს გახადა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „წითლებს“ ნიდერლანდურ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ და ყველაფერი პოზიტიურად მიმდინარეობს. „ლივერპულს“ ოპტიმისტური განწყობა აქვს და „ენფილდზე“ სჯერათ, რომ მიზანს მიაღწევენ.

The Athletic-ის ჟურნალისტის, დავიდ ორნშტაინის მიხედვით, კლუბები კომპენსაციაზე საუბრობენ, რომელიც „ლივერპულმა“ „ფეიენოორდს“ უნდა გადაუხადოს. სლოტის კონტრაქტში ეს პუნქტი ჩაწერილი არაა, მაგრამ „ლივერი“ აპირებს, მის სანაცვლოდ გარკვეული თანხა მაინც გადაიხადოს.

ორნშტაინის ცნობით, „ენფილდზე“ გადასვლის პერსპექტივა სლოტსაც ხიბლავს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, „ლივერპულის“ გაწვრთნის თაობაზე არნემ სამწვრთნელო შტაბის წევრებთან უკვე ისაუბრა. ამ მომენტისთვის, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კლოპს სწორედ სლოტი ჩაანაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2012 წელს დავამარცხეთ, ახლა კი...“ - რას ამბობენ ბელარუსში საქართველოზე
„2012 წელს დავამარცხეთ, ახლა კი...“ - რას ამბობენ ბელარუსში საქართველოზე