გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რას აპირებს მამარდაშვილი | გიორგი ვალენსიაში დარჩენას არ გამორიცხავს

გიორგი მამარდაშვილის მომავალზე უცხოურ პრესაში ბევრი იწერება და მისი გადაბირებით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. რამდენიმე საათის წინ, AS-მა „ვალენსიას“ მეკარეზე საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარა და „მამარდას“ გეგმებზე დაწერა.

ესპანური გამოცემის მიხედვით, მამარდაშვილს ევროტურნირებზე თამაში სურს და „მესტალიას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს თუ გადავა კლუბში, რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ან მინიმუმ ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. გარდა ამისა, გიორგის მიზანია შეუერთდეს გუნდს, რომელშიც ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება.

AS-ის ცნობით, ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონში „ვალენსიაში“ მომხდარ ცვლილებებსა და პროგრესს პოზიტიურად უყურებს. სწორედ ამიტომ, თუ არ გამოჩნდა კლუბი, რომელიც მისი და „ღამურების“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, „მესტალიაზე“ დარჩენასაც არ გამორიცხავს. ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ კონფერენს ლიგაზე გასვლა შესაძლოა, „მამარდას“ დარჩენის განმაპირობებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, მაგრამ დიდწილად, ყველაფერი შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც „ვალენსია“ მის თაობაზე ზაფხულში მიიღებს.

AS-ის ცნობით, „ღამურები“ 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ წინადადებას დათანხმდებიან. „ჩეს“ ხელმძღვანელებმა პოზიცია შეცვალეს და საკვანძო ფეხბურთელების გაშვება აღარ სურთ. ასე რომ, „მამარდას“ მსურველ კლუბებს „ვალენსიას“ დასაყოლიებლად დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლუბების ხელმძღვანელების მიმართ პროტესტი გვაქვს - ქართული ფეხბურთის პროფკავშირი დაარსდა
კლუბების ხელმძღვანელების მიმართ პროტესტი გვაქვს - ქართული ფეხბურთის პროფკავშირი დაარსდა