ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილის საგოლე პასი - ბორდო 10-კაციან გუნდთან დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენმა’’ შინ „ბორდო’’ 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა, ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასის შემდეგ პედრო დიასმა გაიტანა, რიკოშეტის შემდეგ ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა. 23 წლის ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის ბოლო ოთხ მატჩში 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

73-ე წუთზე „სენტ-ეტიენი’’ 10 ფეხბურთელით დარჩა, მსაჯმა მოედნიდან მიკაელ ნადე გააძევა. დარჩენილ დროში „ბორდო’’  რიცხვობრივ უპირატესობაში იყო, თუმცა ამის მიუხედავად ორი გოლი გაუშვა.

73-ე წუთზე დავითაშვილი გააფრთხილეს, 83-ე წუთზე შეცვალეს.

დავითაშვილის გამორჩეული მომენტები

 

მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 32 მატჩში (26 სასტარტოში) 5 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.

„ბორდო’’ 41 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს. სეზონის დასრულებამდე 5 ტური რჩება. სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჟირონდელები საუკეთესო ხუთეულს 9 ქულით ჩამორჩებიან. „ბორდო’’ შემდეგ ტურში უშუალო კონკურენტს, „დიუნკერკს’’ მიიღებს (23 აპრილი, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები