გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

შეხვედრა უხერხულ მეტოქესთან - მამარდაშვილის ცუდი მოგონებები ბეტისთან

ხვალ, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 32-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალ ბეტისს“ უმასპინძლებს, რომელსაც სატურნირო ცხრილში ორი ქულით უსწრებს. მიმდინარე სეზონში „ღამურების“ წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გიორგი მამარდაშვილია, „ბეტისი“ კი იმ იშვიათ გუნდთან კატეგორიას განეკუთვნება, რომელთანაც 23 წლის ქართველ მეკარეს კარგი მოგონებები არ აკავშირებს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ გუნდებს შორის ყველა ტურნირზე გამართული თერთმეტი მატჩიდან „ვალენსიამ“ საკუთარ კარში ბურთი მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის 10 ნოემბერს არ გაუშვა და ბუნებრივია მაშინ ამ გუნდის კარს მამარდაშვილი იცავდა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო 11 შეხვედრაში ვალენსიელებს საკუთარ კარში ოცი ბურთი ბურთი მიღებული ლა ლიგის ბევრი წარმომადგენლისგან არ ექნებათ მიღებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ იოლი თამაში მათ არც ხვალ ექნებათ. სევილიელებთან უშუალოდ მამარდაშვილმა კი ხუთ შეხვედრაში რვა გოლი გაუშვა. მისთვის ბუნებრივია განსაკუთრებით მტკივნეული იყო 2022 წლის 24 აპრილს გამართული სამეფო თასის ფინალი, როდესაც მისი გუნდი 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში მშრალად საკუთარი კარი 12 შეხვედრაში შეინახა, ზედიზედ სამი მატჩია ბურთი არ გაუშვია და წინა ტურში „ოსასუნასთან“, კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე ქართველმა მეკარემ ბოლო წუთზე ანტე ბუდიმირს პენალტი არ გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს გიორგისთვისაც კარგია“ | რა თქვა ბარახამ ხაუმეს ახალ კონტრაქტზე
„ეს გიორგისთვისაც კარგია“ | რა თქვა ბარახამ ხაუმეს ახალ კონტრაქტზე