გიორგი მამარდაშვილი, ხაუმე დომენეკი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

„ეს გიორგისთვისაც კარგია“ | რა თქვა ბარახამ ხაუმეს ახალ კონტრაქტზე

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მის გუნდს მომდევნო შეხვედრა „ბეტისის“ წინააღმდეგ ელის და ბარახას ხაუმე დომენეკზე ჰკითხეს, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაახანგრძლივა.

„კონტრაქტის გახანგრძლივება იყო ჯილდო, რომელიც ხაუმემ გაწეული სამუშაოთი, კარიერით და ყოველდღიური კონკურენტუნარიანობით დაიმსახურა, ამ ყველაფერს კი მისი გამოცდილებაც ემატება. მან კარგად იცის, ვალენსიას დონის კლუბში სათამაშოდ რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო.

ხაუმესთან გაფორმებული ხელშეკრულება გიორგისთვისაც პოზიტიური მოვლენაა და კრისტიან რივეროსთვისაც. დომენეკს აქვს ის, რასაც ვალენსიანიზმს ვუწოდებთ და საკუთარი გამოცდილების წყალობით, მას შეუძლია, ეს ენერგია გუნდს გადასცეს“.

ცნობისთვის, ესპანურ პრესაში მამარდაშვილის სიტყვებიც გავრცელდა, რომლითაც მან ხაუმეს მიმართა და განაცხადა, რომ დომენეკი მისი მაგალითია. გიორგის თქმით, ის მისგან ყოველთვის რაღაც ახალს სწავლობს და მოხარულია, კლუბში კიდევ უფრო დიდი ხნით რომ რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში
„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში