ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი საჭირო პუნქტით

ხვიჩა კვარაცხელიასთან 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება ვიქტორ ოსიმენის წასვლისთანავე მოხდება. Il Mattino-ს ცნობით, ნიგერიელი ფორვარდის გაყიდვიდან აღებული ფულით „ნაპოლი“ გუნდის ქართველ ლიდერს ახალ გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება საგრძნობლად გაიზრდება. ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით ხვიჩა ყოველწლიურად 1.2 მილიონ ევროს იღებს.

თანამშრომლობის გაგრძელების გარდა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველ ფეხბურთელს და მის წარმომადგენლებს შეუთანხმდა იმაზე, რომ კონტრაქტში ჩაიდება სპეციალური პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ არაიტალიური კლუბი მათ კვარას სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს შესთავაზებს, ისინი ტრანსფერს არ დაბლოკავენ. პარტენოპეიში ხვიჩას დარჩენა თუ ჩაიშალა, მას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, რომელსაც ზაფხულში ლიდერი კილიან მბაპე დატოვებს და მისი შემცვლელის მოძიება აუცილებელი გახდება.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 39 შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ძლიერია და ნებისმიერ გუნდში ითამაშებს“ - ანჩელოტის ყოფილი ასისტენტი კვარაზე
„ძალიან ძლიერია და ნებისმიერ გუნდში ითამაშებს“ - ანჩელოტის ყოფილი ასისტენტი კვარაზე