სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი, ოკლაჰომა სიტი თანდერი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 25 წუთი დაეთმო - სან ანტონიო ოკლაჰომასთან დამარცხდა

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად „ოკლაჰომა სითი თანდერს“ დაუპირისპირდა და 127:89 დამარცხდა.

მამუკელაშვილი სან ანტონიოს სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 25:31 წუთი გაატარა. სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში სანდრომ შედეგიანი სროლის შესრულება ვერ შეძლო და თამაში 0 ქულით დაასრულა, თუმცა, 11-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და ამას 2 ასისტიც დაუმატა.

მამუკელაშვილმა 5-ჯერ სცადა ოქრულიანის ჩაგდება და 3-ჯერ პერიმეტრიდანაც გაისროლა, თუმცა, ყველა მცდელობა არაზუსტი გამოდგა.

„მამუს“ ყველა მომენტი:

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა ლიდერი, შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომელმაც 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი შეასრულა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ოკლაჰომას კიდევ ერთ ლიდერს, ჯოშუა გიდის - 20 ქულა, 12 მოხსნა, 7 ასისტი.

„სან ანტონიო სპურსს“ NBA-ის რეგულარულ სეზონში 80 მატჩი აქვს გამართული და 20 მოგებითა და 60 მარცხით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 აპრილს, საკუთარ მოედანზე „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე
„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე