ვილი სანიოლი
Aa
Aa

რომელ ადგილზეა საქართველო | ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების რეიტინგი

ცნობილმა ბრიტანულმა გაზეთმა, The Independent-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა და ტურნირის მონაწილე გუნდები სიძლიერის მიხედვით დაალაგა. საქართველო, რომელიც სადებიუტო ევროპირველობაზე იასპარეზებს, ბოლო ადგილზე იმყოფება და The independent-ის მიხედვით, ყველაზე სუსტი გუნდია.

„თბილისის ქუჩებში დიდი ზეიმი იყო მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა და დრამატულ სტილში, პენალტების სერიაში, საბერძნეთს სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, ვილი სანიოლი გახლავთ და მისი მთავარი დავალება იქნება ააშენოს გუნდი, რომელიც შეძლებს, მთავარი ვარსკვლავისგან, ხვიჩა კვარაცხელიასგან მაქსიმუმი მიიღოს“, - წერს ბრიტანული გაზეთი.

The independent-ის მიხედვით ევრო 2024-ის ფავორიტი საფრანგეთია. მეორე პოზიციას ტურნირის მასპინძელი, გერმანია იკავებს, მესამე კი ინგლისი გახლავთ. „სამ ლომს“ პორტუგალია და ესპანეთი მოჰყვებიან, ნიდერლანდები კი მეექვსეა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, იტალია მეშვიდე პოზიციაზეა, ბელგია - მერვეა, ავსტრია - მეცხრე, უნგრეთი - მეათე.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი არიან. „სელესაოს“ პოზიციაზე უკვე მოგახსენეთ, თურქეთსა და ჩეხეთს რაც შეეხებათ, ჩვენი მეზობლები The independent-ის სიაში 21-ე ადგილზე არიან, ჩეხები - მე-14-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ
სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ