გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„ნამდვილი მეომარია“ | ლევანტეს თავკაცის კომენტარი ქოჩორაშვილზე

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ფელიპე მინიამბრესმა გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ, გუნდს რამდენიმე საათის წინ დაუბრუნდა. ესპანელმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და მას ნამდვილი მებრძოლი უწოდა.

„ქოჩორაშვილი გუნდში 120-წუთიანი მატჩის შემდეგ დაბრუნდა. მან საკმაო ოდენობის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა და ნაკრების დამსახურებული წარმატება იზეიმა კიდეც. გიორგი ნამდვილი მებრძოლია და როცა მისი იმედი უნდა გვქონდეს, საქმეს თავს ფენომენალურად ართმევს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა. ქოჩორაშვილმა პირველი თერთმეტმეტრიანი შეასრულა და ოდისეას ვლახოდიმოსის კარი ბრყწინვალე დარტყმით აიღო.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩავერთვებით და დორტმუნდში თურქეთს შეხვდებით (20:00), ვილი სანიოლის გუნდი მეორე ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ამ მატჩს ჰამბურგი უმასპინძლებს და მას 22 ივნისს, თბილისის დროით, 17:00-დან ვიხილავთ. მესამე ტურს რაც შეეხება, ჩვენი ბიჭები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გელზენკირხენში 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭებს სიტყვით მიმართა“ | რა უთხრა კვარამ თანაგუნდელებს საბერძნეთთან მატჩამდე
„ბიჭებს სიტყვით მიმართა“ | რა უთხრა კვარამ თანაგუნდელებს საბერძნეთთან მატჩამდე