მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მერაბს შუგასნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია“ | ომალის მწვრთნელი დვალიშვილზე

ტიმ უელჩი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელია. უელჩმა საკუთარ იუთუბ არხზე „შუგას“ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა, რომელიც დიდი ალბათობით, მერაბ დვალიშვილი იქნება და განაცხადა, რომ „მანქანას“ ომალისნაირ მებრძოლთან არასდროს უჩხუბია.

„მერაბი სერიოზული ტანკია. ზედიზედ 10 მოგება აქვს და ისეთი მეტოქეები დაუმარცხებია, როგორებიც ჯონ დოდსონი, კოდი სტამანი, მარლონ მორაესი, ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეხუდო არიან. ყველა მათგანი ომალიზე დაბალია და შუგა მათგან განსხვავდება.

შონმა იცის, დისტანცია როგორ გააკონტროლოს და მოსწონს, როცა მეტოქეები ცდილობენ, მუშტები მოარტყან. მერაბისა და ომალის ჩხუბი ძალიან საინტერესო იქნება. დვალიშვილის მსგავსი მეტოქე არასდროს გვყოლია. ის მანქანაა და არც ერთი წამით გაჩერდება, მაგრამ არც მერაბს ჰყოლია შუგასნაირი მოწინააღმდეგე, რომელსაც შეუძლია, მეტოქე ერთი დარტყმით გათიშოს“.

შეგახსენებთ, რომ ომალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართა და „ჩიტო“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „შუგას“ კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 1 წაგებაა. „მანქანა“ მას 2018 წლიდან იწვევს და იმედი ვიქონიოთ, რომ შანსს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი ქამარი მოიგო და საპატიო მიღება მოუწყვეს“ | ესპანელი მოკრივე ილიაზე
„ერთი ქამარი მოიგო და საპატიო მიღება მოუწყვეს“ | ესპანელი მოკრივე ილიაზე