ილია თოფურია
Aa
Aa

„ჯგუფიდანაც გავალთ“ | ილია თოფურია ნაკრების ისტორიულ შედეგზე

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოს ნაკრების ისტორიულ შედეგს გამოეხმაურა. „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ და „ელ მატადორის“ თქმით, ეს ამ გუნდის მაქსიმუმი არაა.

„ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ“, - დაწერა თოფურიამ.

ცნობისთვის, ჩვენი ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან. „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვებიან და დორტმუნდში თურქეთს შეხვდებიან. მატჩი 20:00-ზე დაიწყება.

ვილი სანიოლის გუნდი მეორე ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას ჰამბურგი უმასპინძლებს და მას 22 ივნისს, თბილისის დროით, 17:00-დან ვიხილავთ. მესამე ტურს რაც შეეხება, ჩვენი ბიჭები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გელზენკირხენში 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“ | ბარახა მამარდაშვილს აქებს
„მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“ | ბარახა მამარდაშვილს აქებს