რონალდ კუმანი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

უეფა ცვლილებებზე ფიქრობს | 26-კაციანი განაცხადი ევრო 2024-ზე

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ევროპირველობა 14 ივნისს დაიწყება, ფინალს კი 14 ივლისს ვიხილავთ. ტურნირის ორგანიზატორი უეფა გახლავთ და დიდი შანსია, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ წესებში ცვლილებები შეიტანოს.

საუბარი ეხება სატურნირო განაცხადს. ამ მომენტისთვის, ეროვნული გუნდების მთავარ მწვრთნელებს ევროპის ჩემპიონატზე 23 ფეხბურთელის წაყვანის უფლება აქვთ. უეფას ოფიციალური განცხადებით, ორგანიზაცია მზადაა, ყველა ნაკრების თავკაცს მოუსმინოს და თუ ისინი ცვლილებების მომხრე იქნებიან, 23 ფეხბურთელის ნაცვლად, განაცხადში 26 მოთამაშეს ვიხილავთ.

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი 26-კაციან განაცხადს აქტიურად ლობირებს. „ნარინჯისფერთა“ დამრიგებლის თქმით, თანამედროვე ფეხბურთში ტრავმიანობა ისეთი სერიოზული გამოწვევაა, 23-კაციანი განაცხადით ასეთ დიდ ტურნირზე თამაში, სრული აბსურდია. კუმანის პოზიციას ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტიც იზიარებს.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევრო 2020-ზე და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნაკრებები 26-კაციანი განაცხადით იყვნენ წარმოდგენილი. შარშან, უეფამ, ევრო 2024-ისთვის, ფორმატი შეცვალა და 23-კაციანი განაცხადი დააბრუნა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საბოლოო ვერდიქტი არაა. ჯერჯერობით უცნობია, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გადაწყვეტილებას როდის მიიღებს, მაგრამ არის შანსი, ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე 23-ის ნაცვლად, 26 ფეხბურთელი წაიყვანოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკრების გამო ძალიან გვიან დაიძინა“ | ბორდოს თავკაცმა ზურიკოზე ისაუბრა
„ნაკრების გამო ძალიან გვიან დაიძინა“ | ბორდოს თავკაცმა ზურიკოზე ისაუბრა