დანი ალვეში, ფელიპე მელო, რობინიო
Aa
Aa

„ჩემს 15 წლის ქალიშვილს რომ შეხებოდნენ, არ ვაცოცხლებდი“ - ფელიპე მელო ალვეშსა და რობინიოზე

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ბრაზილიელი ფეხბურთელების, დანი ალვეშისა და რობინიოს სამაგალითოდ დასჯას, საზოგადოების დიდი ნაწილის გარდა, უკვე მათი ყოფილი თანაგუნდელებიც ითხოვენ. ერთ-ერთი მათგანი ფელიპე მელოა, რომელიც 2009-2010 წლებში ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში როგორც ერთის, ასევე მეორის მხარდამხარ თამაშობდა.

რა თქვა ფელიპე მელომ

15 წლის გოგონა მყავს და რომელიმე მათგანი მას რომ შეხებოდა, ახლა ინტერვიუს ვერ მოგცემდით. არც ერთს არ ვაცოცხლებდი და მეც ციხეში ჩამსვამდნენ. ეს არის დანაშაული, რომელიც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და რომელსაც გამართლება არ აქვს. თუ სასამართლო ადეკვატურ და მკაცრ განაჩენს გამოიტანს, ეს ერთგვარი პრევენცია იქნება, რომ მომავალში მსგავს რაღაცეებს ადგილი აღარ ქონდეს.

დანი ალვეში ცოტა ხნის წინ 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ დროებით გაანთავისუფლეს, რობინიო კი დაკავებულია და 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამარცხვინოები არიან - პრეზიდენტი ალვეშსა და რობინიოზე
სამარცხვინოები არიან - პრეზიდენტი ალვეშსა და რობინიოზე