საქართველოს ნაკრები
Aa
Aa

„ისტორიაში პირველად, საქართველო ევროზეა“ - თურქული პრესა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე F ჯგუფში თურქეთი იქნება. თურქული პრესა ჩვენს ისტორიულ გამარჯვებას გამოეხმაურა:

aa.com.tr:

„საქართველო ისტორიაში პირველად დიდ ტურნირზე იასპარეზებს. საქართველო ევრო 2024-ზეა. ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში საბერძნეთს 4:2 მოუგო და ევროზე F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველოს საფეხბურთო ფედერაცია 1992 წლიდან დამოუკიდებელია, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ერთი წლის შემდეგ. საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში პირველი ტურის მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს“.

sozcu.com.tr:

„ევრო 2024-ზე ჩვენი ბოლო მეტოქეც ცნობილია. საქართველომ საბერძნეთი დაამარცხა და F ჯგუფში ითამაშებს.

ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა. ქართველებმა პენალტების სერიაში 4:2 მოიგო. F ჯგუფში, სადაც თურქეთი ითამაშებს, ბოლო გუნდი იყო გასარკვევი და ეს საქართველოა“.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი, რომელიც გერმანიაში გაიმართება 14 ივნისს დაიწყება. გახსნით მატჩში გერმანია შოტლანდიას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები კი ევრო 2024-ზე 18 ივნისს ჩაერთვება და დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება. „ჯვაროსნები“ მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდებიან. მატჩი ჰამბურგში 22 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება. მესამე ტური კი სანიოლის გაწვრთნილ ნაკრებს პორტუგალიასთან უწევს. შეხვედრა გელზენკირხენში 26 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ღმერთო, ამას 1979 წლიდან ველი“ - ანდრონოვი საქართველოს ნაკრებზე
„ღმერთო, ამას 1979 წლიდან ველი“ - ანდრონოვი საქართველოს ნაკრებზე