მადრიდის რეალი
Aa
Aa

ვინისიუსი: “ვფიქრობ, შინაგანად კიდევ უფრო უნდა გავუმჯობესდე“

ვინისიუს ჯუნიორს „ვალდებებასზე“ MARCA-ს ჟურნალისტი ესტუმრა, რომელსაც სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა. პირველი შეკითხვა მის მიმართ მიზან მიმართული შეურაცხყოფებზე იყო, რაზეც ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა უპასუხა:

„ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა და თან ყოველ თამაშში ხდება. ეს ყველა შავკანიანის პრობლემაა. რასისტული შეურაცხყოფა არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში ხდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსგავსი რამ არსად აღარ განმეორდეს. საბედნიეროდ ყოველდღიურად ვგრძნობ მხარდაჭერას თანაგუნდელების და სხვადასხვა ფეხბურთელებისგან. ვფიქრობ, შინაგანად კიდევ უფრო უნდა გავუმჯობესდე. მე ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ.

ბრაზილიელი ფეხბურთელები საკუთარ სამშობლოს ძალიან მცირე ასაკში ტოვებენ. ბევრი რამე ნასწავლი არ გვაქვს. მე ამას დიდი ხანია ვუყურებ და უფრო და უფრო ვწუხვარ. მინდა ვითამაშო იმისთვის, რომ დიდი საქმეები გავაკეთო. მსურს ყველგან თანასწორობა იყოს. ჩემი ოჯახი გამუდმებით მიჭერს მხარს. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელმაც საჯაროდ დაიცვა შავკანიანი ფეხბურთელები.“

შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჯუნიორი ხშირად არის რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი. ყველაზე მეტად კი მას მადრიდის „ატლეტიკოს“ სტადიონზე ლანძღავენ. მეტიც, მას მაიმუნიც კი უწოდეს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ყველა ტურნირზე ერთად 24 ჩატარებულ მატჩში 18 გოლი და 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მარიას ოჯახს ნარკოკარტელი სიკვდილით ემუქრება
დი მარიას ოჯახს ნარკოკარტელი სიკვდილით ემუქრება