სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

ზედიზედ მესამედ - სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

მსოფლიო რეიტინგის ნომერ 1 მოფარიკავე, ქართველი სანდრო ბაზაძე მორიგი სპორტსმენი გახდა, რომელმაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის ლიცენზია მოიპოვა.

ინფორმაცია საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.

„სანდრო ბაზაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა. ზაფხულის ოლიმპიადაზე, ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში, სანდრო საქართველოს ზედიზედ მესამედ წარადგენს.

ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების დასრულების შემდეგ, ქართველი მოფარიკავე საერთაშორისო რეიტინგს 242 ქულით, კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს“.

აქვე გეტყვით, რომ სანდროსთვის ეს მესამე ოლიმპიადა იქნება. 2016 წელს რიოში ბაზაძემ მე-13 ადგილი დაიკავა, 2020 წელს ტოკიოში მე-4 პოზიციაზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი სტუმართმოყვარეობა“ | ბერძნული პრესა ქართული მხარის ჟესტს გამოეხმაურა
„საოცარი სტუმართმოყვარეობა“ | ბერძნული პრესა ქართული მხარის ჟესტს გამოეხმაურა