ერლინგ ჰოლანდი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა არჩევნების მოგებას ჰოლანდის ტრანსფერით გეგმავს

2026 წელს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მოქმედ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას საქმეები არც ისე კარგად მისდის და ხელახლა გამარჯვებისთვის ქომაგების გულის მოსაგებად ხმაურიან ტრანსფერს უმიზნებს.

ესპანური Sport-ის ცნობით, ლაპორტა ხმების მისაღებად ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს უმიზნებს.

ახალი „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია სრულად 2026 წელს დასრულდება. სტადიონი 2024 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, თუმცა საბოლოო სახეს ორი წლის შემდეგ მიიღებს. კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ დროისთვის „ბლაუგრანას“ ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება.

„ბარსელონაში“ თვლიან, რომ მბაპეს შეძენის შემდეგ, „რეალს“ ჰოლანდის ტრანსფერით უნდა უპასუხონ. ფრანგისა და ნორვეგიელის პაექრობას მესი-რონალდუს დროინდელ რბოლას ადარებენ.

რამდენად შესაძლებელი იქნება ეს ტრანსფერი, ამას დრო გვიჩვენებს. იქამდე კი ცნობილი ხდება, რომ „ბარსა“ 2024 წლის ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერის გაკეთებას არ გეგმავს. ჯერჯერობით 100%-ით დადასტურებული არ არის, თუმცა კლუბში ამ ეტაპზე ფინანსური მდგომარეობა ასეთი გარიგების საშუალებას არ იძლევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: “ყველაფერს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაიგებთ“
მბაპე: “ყველაფერს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაიგებთ“