ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

სამი კაცი განაცხადს მიღმა - სანიოლის სამატჩო განაცხადი ცნობილია

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მატჩისთვის საბოლოო, 23-კაციანი განაცხადი დაასახელა. ჩვენი გუნდის ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, განაცხადს მიღმა სამი ფეხბურთელი - საბა საზონოვი, ანზორ მექვაბიშვილი და ვლადიმერ მამუჩაშვილი აღმოჩნდნენ.

საქართველოს ნაკრების 23-კაციანი სია:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია).

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და საბერძნეთს შორის „დინამო არენაზე“ დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები