ბარსელონა, რაფინია, ალ ჰილალი
Aa
Aa

ალ ჰილალის შეთავაზება ბარსას - 100 მილიონი ევრო რაფინიას სანაცვლოდ

ესპანური Sport იუწყება, რომ „ალ ჰილალმა“ რაფინიას სანაცვლოდ ბარსას 100 მილიონი ევრო შესთავაზა. არაბული კლუბი „ბარსელონას“ ნახევარმცველს იმაზე სამჯერ მეტ ხელფასს სთავაზობს, რასაც „ბლაუგრანაში“ გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში ეს ინფორმაცია უკვე მეორედ გავრცელდა. თავდაპირველად ამავე გამოცემამ დაწერა, რომ ბრაზილიელის გადაბირება 4 არაბულ კლუბს სურდა. საუბარი „ალ ჰილალზე“, „ალ ნასრიზე“, „ალ იტიჰადზე“ და „ალ აჰლიზეა“, თუმცა ყველაზე მეტს „ალ ჰილალი“ იხდის, სადაც ნეიმარი თამაშობს, თუმცა ტრავმის გამო დიდი ხანია გუნდს ვერ ეხმარება.

ასევე გეტყვით, რომ კატალონიურ გრანდს ფინანსური პრობლემები აქვს და ახლა მათთვის 100 მილიონი ევრო ბევრი პრობლემის მოგვარების საწინდარია.

თავის მხრივ, ვერც რაფინია ამართლებს გაცემულ ავანსებს და მიმდინარე სეზონში ბარსას სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად იქცა.

რაფინია „ბლაუგრანამ“ 2022 წელს „ლიდსიდან“ 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიყვანა. მას შემდეგ, ბრაზილიელმა შემტევმა ბარსას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 78-ჯერ მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, თუ MARCA-ს დავუჯერებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიელთა მთავარი მიზანი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება იქნება და რაფინიას გაყიდვიდან შემოსული ფული შესაძლოა ამ საკითხს მოხმარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრიგო: “ვფიქრობდი ფსიქოლოგი არ მჭირდებოდა, ახლა ის ჩემი მეგობარია“
როდრიგო: “ვფიქრობდი ფსიქოლოგი არ მჭირდებოდა, ახლა ის ჩემი მეგობარია“