დანი ალვეში, რობინიო, ედნალდო როდრიგესი
Aa
Aa

სამარცხვინოები არიან - პრეზიდენტი ალვეშსა და რობინიოზე

გაუპატიურების ბრალდებით გასამართლებულ წარსულში ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელებზე, რობინიოსა და დანი ალვეშზე კომენტარის გაკეთება ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სთხოვეს. ედნალდო როდრიგესმა კი ისინი მოურიდებლად გააკრიტიკა

რა თქვა როდრიგესმა

ეს ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი ქვეთავია. ისინი სამარცხვინოები არიან. სამარცხვინოა, რომ ფეხბურთელი ასეთ რამეს ჩაიდენს იმის იმედით, რომ ის ცნობილი სპორტსმენი იყო და სასჯელს გადაურჩება. ქედს ვიხრი იმ ქალების გამბედაობის წინაშე, რომლებიც მათი მსხვერპლი გახდნენ. მათი საქციელი ძალადობის ქვეშ მყოფი სხვა სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვისაც მაგალითი უნდა გახდეს და ამ ბარბაროსობის წინააღმდეგ ხმა ყველამ ამოიღოს.

 რობინიო რამდენიმე დღის წინ საკუთარ ბინაში დააპატიმრეს და 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, დანი ალვეში კი 1-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ დროებით გაანთავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გირაო 1 მილიონი ევრო - ალვეში დროებით გაათავისუფლეს
გირაო 1 მილიონი ევრო - ალვეში დროებით გაათავისუფლეს