კახა ცხადაძე
Aa
Aa

ცხადაძის განმარტება: პრობლემა მომენტების გამოუყენებლობაა

კახა ცხადაძემ აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბი „გაბალა“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიბარა და ჯერჯერობით სიტუაციის შეცვლას ვერ ახერხებს. მისი ხელმძღვანელობით ლიგის აუტსაიდერმა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა, მაგრამ ბოლო ტურში სტუმრად „არაზთან“ 1-1 ითამაშა და მხოლოდ ქულა აიღო. თუ რატომ ვერ ახერხებს ჯერჯერობით ვითარების შეცვლას, 55 წლის ქართველმა მწვრთნელმა ერთ-ერთ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.

რა თქვა ცხადაძემ

იმის გამო, რომ კლუბი ბოლო ადგილზეა, ფეხბურთელები ნერვიულობენ და მათზე უდიდესი ზეწოლა ხორციელდება. ტექნიკური დეტალების გაუმჯობესებაზე მათ სამუშაო ძალიან ბევრი აქვთ. 5-7 მეტრიდან კარში ზუსტად როცა ვერ დაარტყამ, ეს პრობლემაა. არ მაქვს მათთან პრეტენზიები მობილურობაზე და ბურთის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, თუმცა შეტევების ლოგიკურად დაგვირგვინება უჭირთ.

ჩემპიონატის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე „გაბალა“ ბოლო ადგილზეა და ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ „ქიაფაზს“ 11 ქულით ჩამორჩება. ცხადაძე აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი უცხოელია, რომელიც ამ ლიგაში სამი სხვადასხვა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2:0-დან 2:3 - ცხადაძის გუნდის დრამატული მარცხი დამატებულ წუთზე
2:0-დან 2:3 - ცხადაძის გუნდის დრამატული მარცხი დამატებულ წუთზე