ილია თოფურია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ვოლკანოვსკისთან ძალიან მომეწონა“ | ლუის ენრიკემ ილია თოფურიაზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას გულშემატკივარია. ესპანელი სპეციალისტი „ელ მატადორს“ დიდი ხანია, თვალს ადევნებს და აცხადებს, რომ მას შეუძლია, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს.

„დიდი ხანია ვიცი, თოფურია ვინაა და მას თვალს წლებია ვადევნებ. მარტო ილიას კი არა, სხვა მებრძოლებსაც აქტიურად ვაკვირდები და ჩემი შვილი ჯიუ-ჯიცუს დიდი მოყვარულია. თოფურია ძალიან მომწონს. ძალიან მომეწონა ვოლკანოვსკის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ალექსი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია.

ვნახოთ, ახლა თოფურიასთვის კარგ მეტოქეს თუ იპოვიან, რათა მან დაამტკიცოს, რა შეუძლია და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნოს. ჩემი აზრით, ილიას აქვს დონე, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდეს და ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს“.

ცნობისთვის, ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2023 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე იგი ესპანეთის ნაკრებში და „ბარსელონაში“ მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნდობლობას გოლებით პასუხობს - ზივზივაძის შთამბეჭდავი შედეგიანობა
უნდობლობას გოლებით პასუხობს - ზივზივაძის შთამბეჭდავი შედეგიანობა