ვილი სანიოლი, საბა საზონოვი
Aa
Aa

სანიოლი: საზონოვი ძალიან მომწონს, თუმცა კლუბში მეტი სათამაშო დრო სჭირდება

ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ პრესკონფერენცია გამართა, რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის საბა საზონოვზე, რომელიც ლუქსემბურგთან სამატჩო განაცხადს მიღმა დატოვა.

ვილი სანიოლი:„ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება რთულია, მაგრამ მწვრთნელმა გადაწყვეტილებები უნდა მივიღო. საბა საზონოვი როგორც ფეხბურთელი და როგორ პიროვნება ძალიან მომწონს. მოგეხსენებათ, თავის გუნდში არ თამაშობს. ასეთი დონის მატჩისთვის ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც კლუბში მეტს თამაშობენ და 90 წუთით თამაში შეუძლიათ. საბას ვესაუბრე და ავუხსენი, თუ იტალიაში მეტს ითამაშებს, მისი სათამაშო დრო ნაკრებშიც გაიზრდება. ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. დარწმუნებული ვარ, იტალიაში მისი სათამაშო დრო გაიზრდება და პროგრესს აჩვენებს''.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლმა ლუქსემბურგთან სამატჩო განაცხადში ანზორ მექვაბიშვილი და საბა საზონოვი არ შეიყვანა. კითხვა სწორედ ამ ფაქტს ეხებოდა. სანიოლის კომენტარიდან გამომდინარე, მიზეზი საბას მცირე სათამაშო დროა „ტორინოშო''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები