გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა ნომინანტთა შორისაა - ქართველს კარგი თამაში დაუფასდა

23-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების ხუთ ნომინანტს შორის მოხვდა. „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების მეკარის კონკურენტები „რეალის“ ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა, „ბარსელონას“ მცველი პაუ კუბარსი, „ვილიარეალის“ ნახევარმცველი და ჩემპიონატის ასისტენტთა დავის ლიდერი ალექს ბაენა და „ბილბაოს“ ნახევარმცველი ბენიატ პრადოსი არიან. ხუთეულში მოხვედრის შანსი „ღამურების“ კიდევ ერთ ფეხბურთელს უგო დუროს ქონდა, თუმცა მას მამარდაშვილმა აჯობა.

გიორგისთვის მიმდინარე სეზონი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა - პრიმერადივიზიონის უკანასკნელ ტურში „ვალენსია“ დერბიში „ვილიარეალთან“ 0-1 დამარცხდა, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მაინც წაგებული გუნდის მეკარე მამარდაშვილი დაასახელეს. მან პირველ ტაიმში პენალტი ბაენას აუღო, რომელიც მარტის თვის საუკეთესო მოთამაშისთვის ბრძოლაში მისი ერთ-ერთი კონკურენტია.

მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში გამართული 28 შეხვედრიდან მამარდაშვილმა საკუთარი კარი მშრალად ცხრაჯერ შეინახა. დღეს კი მას სანაკრებო დონეზე უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება მოუწევს - მამარდაშვილის და მისი თანაგუნდელების მეტოქე ერთა ლიგის ნახევარფინალში „დინამო არენაზე“ ლუქსემბურგის ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბის დამარცხება შეუძლია“ | სენდჰეგენი ომალი vs დვალიშვილზე
„მერაბის დამარცხება შეუძლია“ | სენდჰეგენი ომალი vs დვალიშვილზე