მადრიდის რეალი, ტიბო კურტუა
Aa
Aa

რეალმა დაადასტურა - კურტუასთვის სეზონი დასრულებულია

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტიბო კურტუამ ჯვარედინი იოგები დაიზიანა და ვარჯიში თვალცრემლიანმა დატოვა.

ესპანური მედია წერდა, რომ მცირე შანსი არსებობდა იოგები არ ყოფილიყო და საქმე გაცილებით მარტივ დაზიანებასთან ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

დღეს მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ბელგიელმა კარის დარაჯმა ჯვარედინი იოგები დაიზიანა და მის გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტიბოსთვის 2023/2024 წლების სეზონი დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, კურტუამ ზუსტად იდენტური დაზიანება მიიღო და ამის გამო რამდენიმე თვე გამოტოვა.

ტიბო სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. მადრიდში ვარაუდობდნენ, რომ ის „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებდა და ამის იმედი გულშემატკივრებსაც ჰქონდათ, თუმცა ასე არ მოხდა.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბში“ გრძელვადიანი ტრავმები გახშირებულია. მსგავსი დაზიანებები ედერ მილიტაომ და დავიდ ალაბამ მიიღეს, რომლებიც დღემდე ვერ ეხმარებიან გუნდს.

შეგახსენებთ, „სამეფო კლუბი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა მადრიდში 9 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გირაო 1 მილიონი ევრო - ალვეში დროებით გაათავისუფლეს
გირაო 1 მილიონი ევრო - ალვეში დროებით გაათავისუფლეს