ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - კიტეიშვილი შტურმს დატოვებს?

UEFA-ს კონფერენს ლიგის მერვედფინალში „ლილიმ’’ ავსტრიულ „შტურმს’’ ორი მატჩის ჯამში 4:1 მოუგო. „შტურმი’’ შინ 0:3 დამარცხდა, საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა. საფრანგეთში გამართულ მატჩში ოთარ კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, მეორე ნახევარში შეცვალეს.

ოთარ კიტეიშვილი: „ვიცოდით რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სასწაული იყო საჭირო, მაგრამ შეგვიძლია ასეთი მატჩებისგან ბევრი ვისწავლოთ. ერთი გოლი საკმარისი არ იყო, სამი გოლი გვჭირდებოდა. გოლის გატანის შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, განსაკუთრებით სტანდარტული ვითარებებისას. ვეცადეთ ჩვენი საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა და ოდნავ გაგვერისკა. პირველ მატჩში გოლისგან შორს ვიყავით, საპასუხო შეხვედრაში 1 გოლი გავიტანეთ’’.

შესაძლოა, ეს შეხვედრა კიტეიშვილისთვის „შტურმის’’ რიგებში ევროთასებზე უკანასკნელია, რადგან ფეხბურთელს ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. 27 წლის მოთამაშემ ავსტრიულ მედიასთან ამ თემაზეც ისაუბრა: „გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ზაფხულში „შტურმიდან’’ წავალ თუ დავრჩები''.

ცნობილი ავსტრიული გამოცემა Krone კიტეიშვილის შესახებ წერს: „საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე მოხვედრისთვის იბრძვის. თუ გუნდი მიზანს მიაღწევს, კიტეიშვილისთვის ევროპული ლიგების კარები კიდევ უფრო ფართოდ გაიხსნება''.

27 წლის ოთარ კიტეიშვილმა ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით „შტურმში'' 30 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის ტაიმი - ლილმა შტურმი კონფერენს ლიგიდან გამოაგდო
კიტეიშვილის ტაიმი - ლილმა შტურმი კონფერენს ლიგიდან გამოაგდო