ბარსელონა, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიური მედია: “ხვიჩა გალიაში იყო ჩაკეტილი“

ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულეს. „პარტენოპეი“ „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ კვარაცხელიას თამაში შეაფასა.

TuttoNapoli:

„პატარა სივრცე სულ ჰქონდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გოლთან ახლოს იყო. ახლოს იყო ასევე საგოლე პასთან და დამატებით დროში გოლთან.“

CalcioNapoli:

„ბევრს აქტიურობდა და მისი ამ აქტიურობით რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა. მეორე ტაიმის დასაწყისში გოლთან ახლოს იყო. სამწუხაროდ, თავისი მაგიით წარმატებას ვერ მიაღწია. ხვიჩა გალიაში იყო ჩაკეტილი.“

Calciomercato:

„ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „ბარსელონაა“, ხვიჩას დღევანდელი თამაში ძალიან ცოტაა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბევრად მეტის გაკეთება იყო საჭირო.“

სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგა წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველმა ფეხბურთელმა 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი შეასრულა(უნიონ ბერლინთან), ხოლო გოლი ვერ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე „ნაპოლი“ „რეალის“, „ბრაგას“ და „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ თამაშობდა.

ასევე გეტყვით, რომ „პარტენოპეის“ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ მომენტისთვის, კალცონას შეგირდებს სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან. მეოთხე ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ კი 7 ქულით ჩამორჩებიან.

ხვიჩას ყველა მომენტი ბარსელონასთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: “ხვიჩა კარგი იყო, მაგრამ ნაპოლი თავის წარმოჩენაში დაეხმარა“
დე ლაურენტისი: “ხვიჩა კარგი იყო, მაგრამ ნაპოლი თავის წარმოჩენაში დაეხმარა“