გურამ თუშიშვილი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

თუშიშვილის ბრინჯაო - საქართველოს ნაკრების მეორე მედალი ავსტრიაში

ავსტრიაში, ძიუდოისტთა ტრადიციული გრანპრი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა.

ტურნირის დასკვნით დღეს, +100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა და საქართველოს დელეგაციას მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ისრაელის წარმომადგენელი ევგენი შმაჩილინი პირველივე წუთზე დამაჯერებლად დაამარცხა. თუშიშვილმა მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ნევაზაში შებოჭა და საბოლოოდ იპონით გაიმარჯვა.

29 წლის ძიუდოისტმა პირველ წრეში გვინეა-ბისაუელ ბუბაქარ მანეს ძლია, მეორე წრეში ყაზახი გალიმჟან კრიკბაი დაამარცხა, 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს მოუგო, ნახევარფინალში კი ჩეხ ლუკას კრპალეკთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი -100 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი გიორგი ჯაბნიაშვილმა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეშინებული ბიჭი ხარ, ამას მსოფლიო ნახავს - დვალიშვილი გაბრაზდა და ომალის უპასუხა
შეშინებული ბიჭი ხარ, ამას მსოფლიო ნახავს - დვალიშვილი გაბრაზდა და ომალის უპასუხა