გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სისხლჩაქცევაა - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეზე

ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდმა’’ შინ „ქოვენთრი’’ მიიღო, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, ქართველი ნახევარმცველი კარგ ფორმაშია, პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ტაიმის მიწურულს „ქოვენთრის’’ მცველმა კოჭში ჩაარტყა, მინდორს მალევე დაუბრუნდა, თუმცა შესვენებისას მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა შეცვალა. ლოგიკურია, რომ შეცვლის მიზეზი მის წინააღმდეგ უხეში თამაშია. მთავარი მსაჯის, რობერტ მედლის მოქმედება რბილად რომ ვთქვათ ძალიან უცნაური იყო. მოთამაშეს უკნიდან გაშლილი ფეხი ჩაარტყეს, მსაჯმა კი თამაში არ გააჩერა და არც ყვითელი ბარათი ამოიღო (იხილეთ ვიდეო).

მატჩის შემდეგ „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალერინ ისმაელმა განაცხადა: „იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სისხლჩაქცევაა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებაა საჭირო. მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს.

მსაჯმა ბოდიში მოგვიხადა. გვითხრა რომ ვერ დაინახა. ფეხბურთელისთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა სიარული შეეძლო. მსაჯის საქმე ფეხბურთელების დაცვაა და არბიტრმა გვითხრა, რომ ამ მომენტში ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა''.

ეს მატჩი „უოტფორდმა'' „ქოვენთრისთან'' 1:2 დათმო. „უოტფორდის'' მოუგებელი სერია 4-მატჩიანია, ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, 45 ქულით მე-13 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს 13 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „უოტფორდი'' „ბირმინგემს'' ესტუმრება (16 მარტი, 19:00).

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე საერთო ჯამში 33 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები