ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარტივი გამარჯვება - ბასილაშვილი ტორელოს ტურნირის მერვედფინალშია

ITF-ის ეგიდით, ესპანეთში ტორელოს საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს.

ქართველი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში მასპინძელ რეგას ლუისს დაუპირისპირდა და მარტივად 6:2 6:0 დაამარცხა.

ნიკოლოზმა მატჩი აქტიურად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად იასპარეზა. მეხუთე გეიმში კიდევ ერთ ბრეიკი შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

პირველ სეტში, თუ ესპანელი რაიმე სახის წინააღმდეგობას უწევდა, მეორე სეტში ყველაფერი შეიცვალა. ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ბრეიკი შეასრულა და 6:0 გაიმარჯვა.

აღნიშნული დაპირისპირება ერთი საათი და სამი წუთი გრძელდებოდა. მერვედფინალში ბასილაშვილი ლუქსემბურგელ ალექს კნააფს შეხვდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 502-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისი ამბობს, რომ კვარა მისმა შვილმა აღმოაჩინა, მე კი ვიცი, რომ...“ - სტეფანო ბონაჩინი
„დე ლაურენტისი ამბობს, რომ კვარა მისმა შვილმა აღმოაჩინა, მე კი ვიცი, რომ...“ - სტეფანო ბონაჩინი