გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

უოტფორდმა დაადასტურა: ჩაკვეტაძე სუონსისთან თამაშისთვის მზადაა

„უოტფორდის’’ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ჩემპიონშიფის შემდეგ ტურში, „სუონსისთან’’ მატჩში დაუბრუნდება.

CrystalSport-ი გუშინ წერდა, რომ გიორგი „მილუოლისთან'' გამოტოვებული მატჩის შემდეგ „სუონსისთან'' სამატჩო განაცხადში იქნებოდა, დღეს კი ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. შესაძლოა, სასტარტოში ვერ მოხვდეს, თუმცა დიდი ალბათობით გარკვეულ სათამაშო დროს მიიღებს, რადგან როცა ჯანმრთელადაა ვალერინ ისმაელი თითქმის ყოველთვის ათამაშებს.

შეგახსენებთ, გიორგიმ ჩემპიონშიფის გასულ ტურში „მილუოლისთან'' შეხვედრა გამოტოვა. „მილუოლთან'' მატჩის წინ „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა განაცხადა: „მას მუხლში მოარტყეს, ტკივილი იგრძნო. ამიტომ, დღეს არ ვათამაშებთ, გარისკვა არ გვსურს’’.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე საერთო ჯამში 31 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.

24-გუნდიან ჩემპიონშიფში „უოტფორდი'' 44 ქულით მე-12 ადგილზეა.

ჩემპიონშიფის 36-ე ტურში „უოტფორდი'' „სუონსის'' მიიღებს, მატჩი ხვალ, 6 მარტს, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები