მაიკ ტაისონი, მუჰამედ ალი, ჯორჯ ფორმანი, ჯო ფრეიზერი
Aa
Aa

ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეები | Daily Mail-ის რეიტინგი

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეები დაასახელა. Daily Mail-მა ტოპ 25 მოკრივე შემოგვთავაზა და მის სიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პირველ ადგილს მუჰამედ ალი იკავებს, რაც გასაკვირი არავისთვისაა. ალის ჯო ლუისი მოჰყვება. მესამე პოზიციაზე ლარი ჰოლმსს ვხედავთ, ხოლო მეოთხე ადგილზე ჯონ ელ სალივანი იმყოფება, რომელიც მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა. მეხუთეზე დაუმარცხებელი როკი მარჩიანოა.

ჯო ფრეიზერი, რომელმაც „საუკუნის ბრძოლაში“ მუჰამედ ალის აჯობა, მეექვსე გახლავთ. Daily Mail-მა მეშვიდეზე ჯეკ ჯონსონი გაიყვანა, მერვეზე ჯორჯ ფორმანი, მეცხრეზე კი ჯეკ დემპსი. მაიკ ტაისონი მე-10 ადგილზე იმყოფება და ამის გამო, Daily Mail-ი ბევრმა გააკრიტიკა. „რკინის მაიკს“ ლენოქს ლუისი, ჯეიმს ჯეი კორბეტი, სონი ლისტონი, ევანდერ ჰოლიფილდი და ტაისონ ფიური მოჰყვებიან.

16 - ჯეიმს ჯეი ჯეფრისი

17 - ჯინ ტანი

18 - ბობ ფიტცსიმონსი

19 - ვიტალი კლიჩკო

20 - ვლადიმირ კლიჩკო

21 - ჯეიმს ჯეი ბრედოკი

22 - ეზარდ ჩარლზი

23 - კენ ნორტონი

24 - რიდიკ ბოუი

25 - ერნი შეივერსი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-ში ყველაზე გადამწყვეტი შემტევი | რას ამბობს კარლო ალვინო ხვიჩაზე
სერია A-ში ყველაზე გადამწყვეტი შემტევი | რას ამბობს კარლო ალვინო ხვიჩაზე