გოგა ბითაძე, პაოლო ბანკერო, მარკელ ფულტცი, ვენდელ კარტერ ჯუნიორი, ევან ფურნიე
Aa
Aa

გოგას 3 წუთი კონფერენციის აუტსაიდერთან | ორლანდომ დეტროიტი დაამარცხა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას, ფლორიდელებმა საკუთარ კედლებში აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი, „დეტროიტ პისტონსი“ მიიღეს და დამაჯერებლად იმარჯვეს. „ორლანდომ“ ყველა მეოთხედში „დეტროიტზე“ მეტი ქულა ჩააგდო და 113:91 მოიგო.

ქართველ ცენტრს მცირე სათამაშო დრო მიეცა. გოგამ პარკეტზე 3 წუთი და 13 წამი გაატარა და 2 ქულა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა გააკეთა. ბითაძემ 4-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა, 1 დაკარგვა ჰქონდა და პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.

„მეჯიქის“ მაისურით ყველაზე მეტი, 29 ქულა პაოლო ბანკეროს ანგარიშზეა. უენდელ კარტერ ჯუნიორმა 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. მარკელ ფულტცმა მატჩი 16 ქულით დაასრულა, ფრანც ვაგნერმა - ცამეტით. „დეტროიტის“ რიგებში ყველაზე მეტი, 17 ქულა ევან ფურნიემ ჩააგდო, სიმონე ფონტეკიოს 15 ქულა ჰქონდა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 35 მოგება და 26 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „შარლოტ ჰორნეთსია“, რომელსაც 6 მარტს, სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას კიდევ ერთი მიღწევა - 23 წლის ქართველი ნაპოლის ისტორიაში შევიდა
კვარაცხელიას კიდევ ერთი მიღწევა - 23 წლის ქართველი ნაპოლის ისტორიაში შევიდა