კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუ დასაჯეს - 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 7 500 ევრო

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა კრიშტიანუ რონალდუ დასაჯა.

39 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის. გარდა ამისა, 5 ათასი ევროს გადახდა მეტოქე გუნდის, 2 500-ის კი საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის სარგებლოდ მოუწევს.

„ალ შაბაბთან“ 21-ე ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ „ალ ნასრის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ გულშემატკივრებს, რომლებიც მის გასაღიზიანებლად „მესი მესი“-ს სკანდირებდნენ.

შეხვედრა „ალ შაბაბმა“ 3-2 მოიგო, „ალ ნასრიდან“ ერთი ბურთი კი რონალდომ 11-მეტრიანით გაიტანა. ის საუდის არაბეთის პირველობის მომდევნო ტურში „ალ ნასრს“ „ალ ჰაზმთან“ საშინაო შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

კრიშტიანო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 22 გოლით ლიდერობს, ასისტენტებში კი 9 საგოლე გადაცემით ესპანელ ალვარო მედრანთან ლიდერობას ინაწილებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები