ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ამ ქამარს აუცილებლად დავიბრუნებ!“ - ვოლკანოვსკი თოფურიას ემუქრება

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ საკუთარ იუთუბ არხზე ილია თოფურიასთან მარცხის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საჩემპიონო ქამრის უკან დაბრუნებას აპირებს.

რას ამბობს ვოლკი:

თავს კარგად ვგრძნობ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ პირველ კვირას მარცხის გამო განადგურებული და იმედგაცრუებული ვიყავი, შემდეგ თავი ხელში ავიყვანე და ამ კვირაში უკვე უკეთესად ვარ.

ამ ბრძოლაში საკუთარი თავისგან უკეთეს პერფორმანსს ველოდი. მარცხის მიზეზი კი ის იყო, რომ ჩემი ბრძოლა ვერ ვაჩვენე. ისე ვიბრძოდი, თითქოს მეშინოდა, რომ დარტყმაზე დავეჭირე, ეს კი ჩემი სტილი არ არის. მივეცი შესაძლებლობა, რომ სწორი დრო დაეჭირა და მანაც გააკეთა. ასე რომ, ვულოცავ ილიას, ესაა და ეს.

თუმცა, ეს ისტორია მხოლოდ ჩემი ისტორიის ნაწილი იქნება. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, ამ ქამარს უკან დავიბრუნებ. როდესაც ოქტაგონზე დაბრუნებას გადავწყვეტ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ქამარი საკუთარ თავს და ჩემს ოჯახს დავუბრუნო. ამას ყოველთვის ჩემი ოჯახისთვის, გულშემატკივრებისთვის და ავსტრალიისთვის ვაკეთებდი, ახლა კი ეს მხოლოდ მათთვის არ იქნება, ამჯერად ამას საკუთარი თავისთვისაც გავაკეთებ.

შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს, UFC 298-ზე ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც დამარტყა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯერიც დადგებოდა, შემდეგ კი...“ - რას იხსენებს თოფურია
„როდესაც დამარტყა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯერიც დადგებოდა, შემდეგ კი...“ - რას იხსენებს თოფურია