ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ალექსი მატჩ-რევანშს წელსვე მოითხოვს“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი

ილია თოფურიასთან ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებას ავსტრალიელი მებრძოლის მწვრთნელი, ეუჯენ ბეირმანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ავსტრალიელ მებრძოლს ნოკაუტის შედეგად ტვინის შერყევა არ მიუღია და მცირე დასვენების შემდეგ, „მატადორთან“ მატჩ-რევანშს მოითხოვს.

რას ამბობს ბეირმანი:

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ მცირე დასვენება სჭირდება. ტვინის შერყევის ნიშნები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. ვფიქრობ, რომ ამ წლის ბოლომდე ვოლკანოვსკის მატჩ-რევანშს მოითხოვს.

36 წლის ავსტრალიელი მებრძოლისა და თოფურიას ბრძოლაზე საკუთარი აზრი UFC-ის ლეგენდამ მეტ ბრაუნმაც გამოთქვა:

„არ მიკვირს, რომ ვოლკანოვსკის სერიოზული სიმპტომები არ აქვს. ყოფილა ჩემს კარიერაში შემთხვევა, როდესაც ნოკაუტის შემდეგ ტვინის შერყევა არ მიმიღია და იმ ჩხუბის შემდეგ უფრო დაზიანებულა ჩემი ჯანმრთელობა, სადაც არბიტრების გადაწყვეტილებით დავმარცხებულვარ“, - განაცხადა ბრაუნმა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ბოლო ოთხი ბრძოლიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა და სამჯერ დამარცხდა, აქედან ორჯერ ნოკაუტით - ის პირველად ისლამ მახაჩევმა, შემდეგ კი თოფურიამ გათიშა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია არაკორექტულად საუბრობს, ის ხომ უფრო ესპანელია...“
„თოფურია არაკორექტულად საუბრობს, ის ხომ უფრო ესპანელია...“