კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

კრიშტიანუს დისკვალიფიკაცია ემუქრება | მიზეზი მისი რეაქციაა ქომაგთა შეძახილებზე

„ალ-ნასრის“ სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა, დასაჯონ. „ალ-შაბაბთან“ გამართული მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას, სტადიონზე მყოფი ქომაგები ლიონელ მესის სახელს სკანდირებდნენ, რასაც პორტუგალიელი უხამსი ჟესტით პასუხობს.

უცხოური პრესის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სადისციპლინო კომიტეტმა და საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის კომიტეტმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს. „ალ-ნასრის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი და რონალდუს მსგავსი არაფერი გაუკეთებია.

Al Riyadhiyah-ის ინფორმაციით, სადისციპლინო კომიტეტი რონალდუს დასჯას აპირებს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს და არასპორტული ქმედების გამო, ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

ცნობისთვის, რონალდუს „ალ-ნასრის“ მაისურით მონაწილეობა 29 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 28 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეცდომა დაუშვა, მაგრამ ტრაგედია არ მომხდარა“ - იურიჩი საზონოვის თამაშზე
„შეცდომა დაუშვა, მაგრამ ტრაგედია არ მომხდარა“ - იურიჩი საზონოვის თამაშზე