ბექა შვანგირაძე
Aa
Aa

შვანგირაძის ახალი გამოწვევა - მეექვსე ქართველი მორაგბე „ლიონში“

21 წლის ქართველი მორაგბე ბექა შვანგირაძე კარიერას „ლიონში“ განაგრძობს. ფრანგული გამოცემების ცნობით, მან ტოპ 14-ის კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა.

შვანგირაძე, რომელიც მესამე ხაზის მოთამაშეა, ბოლო პერიოდში მეორე დივიზიონის „ორიაკში“ გამოდიოდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 3 მატჩია.

დავით ნინიაშვილის, ბექა საღინაძის, ირაკლი აფციაურის, ლუკა ხორბალაძის, ლუკა საღინაძის შემდეგ ის „ლიონში“ მეექვსე ქართველი იქნება.

რონ-ალპის რეგიონის გუნდი ტოპ 14-ში ექვსი მოგებითა და ცხრა წაგებით მე-11 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები