ლევანტე, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ტრაგედია ვალენსიაში - ლევანტესა და ვალენსიას მატჩები გადაიდო

24-25 თებერვალს ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ში გასამართი ორი მატჩი - „გრანადა“ „ვალენსია“ და „ლევანტე“ „ანდორა“ გადაიდო. ამის მიზეზი კი ქალაქ ვალენსიაში მომხდარი ხანძარია.

22 თებერვალს, საღამოს 5 საათიდან ვალენსიაში ხანძარი იყო, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 14 ამ დრომდე დაკარგულად რჩება. ეს შემზარავი ხანძარი Campanar-ის უბანში იყო, რის შემდეგაც ქალაქში შაბათ-კვირას გლოვა გამოცხადდა.

ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა, რომელიც მთლიანად დაიწვა.

მომდევნო რამდენიმე საათში სავარაუდოდ, გადადებული მატჩების გამართვის თარიღები გამოცხადდება. კლუბებს საბოლოო ვადა 28 თებერვლამდე ექნებათ.

ლა ლიგის გადაწყვეტილებით, ამ უქმეებზე გასამართი ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს ჟესტი მიუღებელია, მაგრამ ბევრი რამ კლუბზეა დამოკიდებული - ანტონიო კორბო კვარაზე
ეს ჟესტი მიუღებელია, მაგრამ ბევრი რამ კლუბზეა დამოკიდებული - ანტონიო კორბო კვარაზე