ბაქარ თურმანიძე
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატზე ბაქარ თურმანიძე მე-5 ადგილზე გავიდა

ძალოსნობაში ევროპის 7-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა. გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.

+ 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაქარ თურმანიძემ ორჭიდის ჯამში 390 კილოგრამი დააფიქსირა და მე-5 ადგილი დაიკავა.

ატაცში პირველ ცდაზე 175 კილოგრამი დაძლია, თუმცა მისი მეორე და მესამე ცდა წარუმატებელი იყო. ბაქარმა მეორე ცდაზე 181 კილოგრამი ვერ დააფიქსირა, მესამე ცდაზე - 183 კილოგრამი. ატაცში თურმანიძე მე-6 ადგილზე გავიდა.

 

აკვრაში პირველ ცდაზე 215 კილოგრამი დაძლია, თუმცა შემდეგ ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ გააგრძელა. აკვრაში მე-6 პოზიციაზე გავიდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები