რაგბი ევროპა: საქართველომ ესპანეთი გაანადგურა
Aa
Aa

რაგბი ევროპა: საქართველომ ესპანეთი გაანადგურა

რაგბი ევროპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 38:3 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 21-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად ბონტემპოს შეასრულა და ამის შემდეგ ესპანელთა რბევა დაიწყო.

37-ე წუთზე ფერანიძემ ლელო დადო და შემდეგ მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნების“ სასარგებლოდ 7:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე 49-ე წუთზე ტაბუცაძემ ლელო დადო, ხოლო მატკავამ გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა.

ამის შემდეგ კვესელაძემ, ბაბუნაშვილმა და თაფლაძემ ლელო დადეს. აბჟანდაძემ კი გარდასახვა ორჯერ ზუსტად შეასრულა. საბოლოო ანგარიში, როგორც უკვე მოგახსენეთ 38:3.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფში მაქსიმალური 14 ქულა დააგროვეს და პლეი-ოფის მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

სტატიაში გამოყენებულია ირაკლი ტყემალაძის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere dello Sport: ჯანდაბა - უნდა გვცოდნოდა, რომ ეს დღე დადგებოდა
Corriere dello Sport: ჯანდაბა - უნდა გვცოდნოდა, რომ ეს დღე დადგებოდა