შოთა არველაძე
Aa
Aa

ქულა აიღეს | არველაძის გუნდის ფრე გასვლით შეხვედრაში

თურქეთის სუპერ ლიგის 26-ე ტურში, შოთა არველაძის „ქარაგიუმრუქი“ სტუმრად „ქასიმფაშას“ დაუპირისპირდა, რომელიც მე-5 პოზიციაზე იმყოფება და ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ქულა აიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-11 წუთზე, ჰარის ჰაირადინოვიჩის კუთხურს ნუნო და კოსტას გოლი მოჰყვა და „ქასიმფაშა“ დაწინაურდა. არველაძის ბიჭებმა წონასწორობა პირველივე ნახევარში აღადგინეს. 38-ე წუთზე, გუვენ იალჩინის გადაცემის შემდეგ, ვალენტინ ეისერიკმა ლამაზი გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში არველაძის გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე მომენტი შექმნა, მაგრამ მეტოქის კარი ვერ აიღო. „ქარაგიუმრუქს“ 26 ტურის შემდეგ 28 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება, თუმცა გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულა აშორებს. „ქასიმფაშა“ შოთის ყოფილი გუნდია, რომლის თავკაციც 2012-15 წლებში იყო.

ქართველი სპეციალისტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს გამართავს. თბილისის დროით, 17:00-ზე, „ქარაგიუმრუქი“ საკუთარ კედლებში „ალანიასპორს“ დაუპირისპირდება, რომელიც მე-16 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე | ნაპოლიმ მისი შემცვლელი შეარჩია
ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე | ნაპოლიმ მისი შემცვლელი შეარჩია